https://sputnik-georgia.com/20260519/papuashvili-chinetis-universitetshi-sitkvit-gamovida-298716587.html
პაპუაშვილი პეკინში „ჩინელი დიპლომატების აკვანში“ მოხსენებით გამოვიდა
პაპუაშვილი პეკინში „ჩინელი დიპლომატების აკვანში“ მოხსენებით გამოვიდა
Sputnik საქართველო
ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი... 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T16:08+0400
2026-05-19T16:08+0400
2026-05-19T16:08+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/13/298711016_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1526f665d93b0a7adf8f4fa24b82d108.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, ასევე ტურბულენტური საერთაშორისო ვითარების ფონზე საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები მშვიდობის, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით გახდა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოსვლის მთავარი თემები. პაპუაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენებით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო „მშვიდობისა და განვითარების კუნძულია“. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული. პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასაც და დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხევდრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU), პეკინში მდებარეობს . ის საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე). პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/13/298711016_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_040cc908bd5792cf49b51aa48386d954.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი პეკინში „ჩინელი დიპლომატების აკვანში“ მოხსენებით გამოვიდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, ასევე ტურბულენტური საერთაშორისო ვითარების ფონზე საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები მშვიდობის, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით გახდა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოსვლის მთავარი თემები.
პაპუაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენებით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა.
„შალვა პაპუაშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობას“,- ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო „მშვიდობისა და განვითარების კუნძულია“. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული.
პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასაც და დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხევდრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU), პეკინში მდებარეობს . ის საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.