მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრემლმა რუსეთთან მომლაპარაკებლის როლში კალასის კანდიდატურა შეაფასა

© AFP 2024 / RAIGO PAJULAკაია კალასი
კაია კალასი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2026
გამოწერა
მანამდე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ერთი პირობით: მომლაპარაკებელი უნდა იყოს ევროპელი ლიდერი, რომელსაც რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, კაია კალასის ინტერესებშია - არ იყოს რუსეთთან მომლაპარაკებელი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„კაია კალასის ინტერესებშია, არ იყოს მომლაპარაკებელი. მას იოლი დღეები არ ელის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა Вести-ის ავტორ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.
რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის პრეზიდენტზეც და აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონმა პუტინთან დასაკავშირებლად ტელეფონამდე ამ დრომდე ვერ მიაღწია.
„გახსოვთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაკრონი სულ ამბობდა, რომ „მე დავურეკავ პუტინსო'? თუმცა, ტელეფონის ყურმილამდე მაინც ვერ მიაღწია“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ერთი პირობით: მომლაპარაკებელი უნდა იყოს ევროპელი ლიდერი, რომელსაც რუსეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია.
როგორც პუტინმა აღნიშნა, პირადად მისთვის უფრო მისაღები გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი იქნებოდა. ამასთან, დასძინა, რომ ევროპელებმა თავად უნდა აირჩიონ ლიდერი, რომელსაც ენდობიან. სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე უარი სწორედ ევროპამ თქვა და არა რუსეთმა.
აღნიშნული განცხადება ევროპაში მწვავე განხილვის მიზეზი გახდა. კერძოდ, კალასმა გააკრიტიკა შრედერის კანდიდატურა და განაცხადა, რომ მზად არის წარმოადგინოს ევროკავშირი რუსეთთან დიალოგში.
ყველა ახალი ამბავი
0