თანხა გამოართვა და რემონტი არ შეასრულა: თბილისში ვაი-ხელოსანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2026
გამოწერა
თაღლით ხელოსანს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თბილისში პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადასხვა დროს გადახდილი 120.000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0