აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2026
გამოწერა
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, შენახვის მცდელობასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა აჭარაში ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 140 შეკვრა "მეთადონი", "მეფედრონი" და "ალფა-პვპ".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-260-ე, 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0