ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
42 წლის მამაკაცი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მკვლელობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0