შსს-მ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სწავლება ჩაატარა

© Emergency Management Service of Georgiaქართველი მაშველები სწავლებაზე
ქართველი მაშველები სწავლებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2026
გამოწერა
სწავლებაში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტზე რეაგირების სრულმასშტაბიან საველე სამდღიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სწავლება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, eNOVATION – Extended Network of CBRN Training Centres for Innovation-ის ფარგლებში ჩატარდა.
უწყების ცნობით, სწავლება რუსთავში გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
„წვრთნების მიზანი იყო ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე, უწყებათაშორისი და საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სწავლებაში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.
აღნიშნულ საველე სწავლებაში ასევე მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რეაგირების დანაყოფი.
ყველა ახალი ამბავი
0