აჭარაში ინტერპოლის ხაზით ძებნილები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2026
გამოწერა
ქალი და მამაკაცი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აჭარაში საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეები - 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ა. ბათუმში დააკავეს.
დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0