პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში იარაღი ამოიღო - დაკავებულია ოთხი პირი

© photo: Sputnik / Stringerშსს
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2026
გამოწერა
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, სახელოსნოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0