https://sputnik-georgia.com/20260417/maswavleblis-gamocdebze-registracia-iwyeba-298173029.html
მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
Sputnik საქართველო
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. 17.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-17T14:57+0400
2026-04-17T14:57+0400
2026-04-17T14:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663432_0:142:2993:1825_1920x0_80_0_0_84a5c396c45a7d956d788c9f29045670.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს დაიწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ. მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაეცნონ სიახლეებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663432_90:0:2757:2000_1920x0_80_0_0_3731b354c4725a090cc2b7cd44ff0e9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს დაიწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
"გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება. შედეგად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უზრუნველყოფს სწავლების სტანდარტების ამაღლებას და ქმნის სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს", - აღნიშულია ინფორმაციაში.
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაეცნონ სიახლეებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ
გვერდს.