https://sputnik-georgia.com/20260416/salva-papuasvili-stambolsi-asambleaze-hibriduli-safrtxebis-sakitxs-daayenebs-298158450.html
შალვა პაპუაშვილი სტამბოლში ასამბლეაზე ჰიბრიდული საფრთხეების საკითხს დააყენებს
შალვა პაპუაშვილი სტამბოლში ასამბლეაზე ჰიბრიდული საფრთხეების საკითხს დააყენებს
Sputnik საქართველო
სტამბოლში ვიზიტის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებთან შეხვედრების სერიას გეგმავს, რათა შეშფოთება გამოხატოს ბრიუსელის „ცალმხრივი დირექტივების“... 16.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-16T16:27+0400
2026-04-16T16:27+0400
2026-04-16T16:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროპა
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297654177_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_95f4c4898051b793b5317d850ea89874.jpg
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლის მთავარი თემა გარე ჩარევის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.საქართველოს პარლამენტის სპიკერი სტამბულში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ათზე მეტ შეხვედრას გამართავს, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე პლენარული დისკუსიების ფარგლებში.მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრები, სადაც იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, რათა მათ დაანახონ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და ზოგადად კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს.პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კანდიდატი ქვეყნებისა და აზიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს.საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 15-დან 19 აპრილს იმართება სლოგანით „იმედის გაღვივება, მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა“.ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 2500-ზე მეტი სტუმარი დარეგისტრირდა. სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაციას და 77 მომხსენებელს ელიან.
საქართველო
ევროკავშირი
ევროპა
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297654177_79:0:1519:1080_1920x0_80_0_0_b12ee377d69561add3fc90dc87a86eea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპა, თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპა, თურქეთი
შალვა პაპუაშვილი სტამბოლში ასამბლეაზე ჰიბრიდული საფრთხეების საკითხს დააყენებს
სტამბოლში ვიზიტის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებთან შეხვედრების სერიას გეგმავს, რათა შეშფოთება გამოხატოს ბრიუსელის „ცალმხრივი დირექტივების“ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლის მთავარი თემა გარე ჩარევის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი სტამბულში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ათზე მეტ შეხვედრას გამართავს, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე პლენარული დისკუსიების ფარგლებში.
„კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი ის ახალი საფრთხეებია, რომლებიც ყველა ქვეყანაში კარგად ჩანს. ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი, ეროვნული ინტერესები გარე ჩარევებისგან დაიცვას და ამ მხრივ, ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე ვისაუბრებ, რომ გარე ჩარევის ჰიბრიდულ საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრები, სადაც იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, რათა მათ დაანახონ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და ზოგადად კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს.
„მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა ამ მხრივ საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ“, - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კანდიდატი ქვეყნებისა და აზიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 15-დან 19 აპრილს იმართება სლოგანით „იმედის გაღვივება, მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა“.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 2500-ზე მეტი სტუმარი დარეგისტრირდა. სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაციას და 77 მომხსენებელს ელიან.