https://sputnik-georgia.com/20260410/saqartvelosi-saxelmwifo-enis-seswavlis-onlain-portali-amoqeddeba-298046694.html
საქართველოში სახელმწიფო ენის შესწავლის ონლაინ პორტალი ამოქმედდება
საქართველოში სახელმწიფო ენის შესწავლის ონლაინ პორტალი ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ამჟამად სრულდება მუშაობა ოსურ-ქართულ ონლაინ ინტერაქციულ ლექსიკონზე; გეგმებშია ასევე მსგავსი აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართული სასწავლო ლექსიკონების... 10.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-10T18:24+0400
2026-04-10T18:24+0400
2026-04-10T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
კულტურა საქართველოში
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/92/234439299_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_85a34e33b4808ff48f0b4fe7ca8b64ed.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2027 წელს სახელმწიფო ენის შესწავლის ონლაინ პორტალს აამოქმედებს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ პარლამენტის წევრების მოთხოვნის საპასუხოდ მოწოდებულ ინფორმაციაში.დეპარტამენტის ცნობით, პორტალი მოიცავს ინტერაქციულ ორენოვან ელექტრონულ სასწავლო ლექსიკონებს საქართველოს ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებისთვის.დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად სრულდება მუშაობა ოსურ-ქართულ ონლაინ ინტერაქციულ ლექსიკონზე; გეგმებშია ასევე მსგავსი აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართული სასწავლო ლექსიკონების შექმნა.ამ ლექსიკონების ლინგვისტური საფუძვლები უკვე მომზადებულია და მიღებულია სომხური, ოსური და აზერბაიჯანული ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო პრინციპები.სახელმწიფო ენის შესწავლა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია. ამჟამად, ქართული ენის შესწავლა სავალდებულოა ყველა უნივერსიტეტში ბაკალავრიატის პირველ კურსზე.საქართველო ეთნიკურ უმცირესობებს ასევე სთავაზობს უნივერსიტეტში მიღების სპეციალურ პროგრამას „1+4“. სტუდენტები მიიღებიან ქართული ენის კურსზე სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებში ზოგადი ცოდნის გამოცდის საფუძველზე. ერთწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ, ისინი აბარებენ ტესტებს და საჭირო ქულის დაგროვების შემდეგ, ირიცხებიან ბაკალავრიატის პროგრამაზე.გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შექმნა ახალი ონლაინ პლატფორმა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“, რომელზეც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვები სწავლობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/92/234439299_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_701a37bacc5f3db3b30aa12fed0997d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ქართული დიასპორა
საქართველოში სახელმწიფო ენის შესწავლის ონლაინ პორტალი ამოქმედდება
ამჟამად სრულდება მუშაობა ოსურ-ქართულ ონლაინ ინტერაქციულ ლექსიკონზე; გეგმებშია ასევე მსგავსი აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართული სასწავლო ლექსიკონების შექმნა.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2027 წელს სახელმწიფო ენის შესწავლის ონლაინ პორტალს აამოქმედებს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ პარლამენტის წევრების მოთხოვნის საპასუხოდ მოწოდებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ცნობით, პორტალი მოიცავს ინტერაქციულ ორენოვან ელექტრონულ სასწავლო ლექსიკონებს საქართველოს ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებისთვის.
დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად სრულდება მუშაობა ოსურ-ქართულ ონლაინ ინტერაქციულ ლექსიკონზე; გეგმებშია ასევე მსგავსი აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართული სასწავლო ლექსიკონების შექმნა.
ამ ლექსიკონების ლინგვისტური საფუძვლები უკვე მომზადებულია და მიღებულია სომხური, ოსური და აზერბაიჯანული ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო პრინციპები.
სახელმწიფო ენის შესწავლა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია. ამჟამად, ქართული ენის შესწავლა სავალდებულოა ყველა უნივერსიტეტში ბაკალავრიატის პირველ კურსზე.
საქართველო ეთნიკურ უმცირესობებს ასევე სთავაზობს უნივერსიტეტში მიღების სპეციალურ პროგრამას „1+4“. სტუდენტები მიიღებიან ქართული ენის კურსზე სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებში ზოგადი ცოდნის გამოცდის საფუძველზე. ერთწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ, ისინი აბარებენ ტესტებს და საჭირო ქულის დაგროვების შემდეგ, ირიცხებიან ბაკალავრიატის პროგრამაზე.
გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შექმნა ახალი ონლაინ პლატფორმა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“, რომელზეც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის ბავშვები სწავლობენ.