„კომპრომისები არ იქნება“ - პრემიერი მშენებლებს შეხვდა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2026
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ დარგის წარმომადგენლებს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის აშენების მნიშვნელობა შეახსენა
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik.საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს კომპრომისებს სამშენებლო კომპანიებისთვის სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას, ხოლო შესაბამისი სტანდარტები, ხარისხი და ვადები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სხვადასხვა პროექტის განხორციელების ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები და ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც სახელმწიფო განიხილავს ქართული კომპანიების მხარდასაჭერად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ბიზნესთან მუდმივი კონსულტაცია, რათა პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც სახელმწიფოს ინტერესები, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემო.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას და სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, სამართლიან, საბაზრო ფასად განახორციელოს ხარისხიანი პროექტები.
ყველა ახალი ამბავი
0