https://sputnik-georgia.com/20260328/ra-xdeboda-martvis-mowmobis-arebis-gamocdaze-policiels-brali-warudgines-297843809.html
რა ხდებოდა მართვის მოწმობების აღების გამოცდაზე: პოლიციელს ბრალი წარუდგინეს
რა ხდებოდა მართვის მოწმობების აღების გამოცდაზე: პოლიციელს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
შსს-ს ცნობით, თანამშრომელთა გადაცდომის შედეგად, სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები. 28.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-28T14:25+0400
2026-03-28T14:25+0400
2026-03-28T14:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199050_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_013080bcf77cac9bba01a7788482b198.jpg
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უწყებიდან დაითხოვეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ასევე საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს სამი თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა. აღნიშნული გადაცდომის შედეგად, მომსახურების სააგენტოს მიერ სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199050_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f06a700688dbaebf54848dbf728d8f31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
რა ხდებოდა მართვის მოწმობების აღების გამოცდაზე: პოლიციელს ბრალი წარუდგინეს
შსს-ს ცნობით, თანამშრომელთა გადაცდომის შედეგად, სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები.
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უწყებიდან დაითხოვეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ასევე საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს სამი თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა. აღნიშნული გადაცდომის შედეგად, მომსახურების სააგენტოს მიერ სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები.