დუშეთში 72 წლის პირი ცემით მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2026
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 39 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდა 72 წლის პირს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0