https://sputnik-georgia.com/20260325/chinetshi-acharis-turizmis-sreklamo-kampania-daiwyo-297785666.html
ჩინეთში აჭარის ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის ონლაინ-კამპანია დაიწყო
ჩინეთში აჭარის ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის ონლაინ-კამპანია დაიწყო
Sputnik საქართველო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს ჩინეთში მილიონობით ადამიანი... 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T11:29+0400
2026-03-25T11:29+0400
2026-03-25T11:29+0400
საქართველო
ჩინეთი
აჭარა
აჭარის მთავრობა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23376/70/233767055_0:77:1501:921_1920x0_80_0_0_02604ae55a95dc7a59bd9e286e99017a.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელებში აჭარის და ზოგადად საქართველოს ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების, ღირსშესანიშნაობებისა და გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სარეკლამო კამპანია პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note, WeChat და Weibo ბათუმის საპრომოციო გვერდის Visit Batumi-ს ანგარიშის შექმნას და აჭარის საპოპულარიზაციო აქტიურ სარეკლამო კამპანიას ითვალისწინებს. სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს, ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა) ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ-მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალოგს Weibo. აჭარის ონლაინ-რეკლამა ჩინეთში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო
ჩინეთი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23376/70/233767055_84:0:1415:998_1920x0_80_0_0_c83a5eca63157b3f8e9a242b1a59f321.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, აჭარა , აჭარის მთავრობა , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, აჭარა , აჭარის მთავრობა , ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
ჩინეთში აჭარის ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის ონლაინ-კამპანია დაიწყო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს ჩინეთში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელებში აჭარის და ზოგადად საქართველოს ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების, ღირსშესანიშნაობებისა და გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო კამპანია პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note, WeChat და Weibo ბათუმის საპრომოციო გვერდის Visit Batumi-ს ანგარიშის შექმნას და აჭარის საპოპულარიზაციო აქტიურ სარეკლამო კამპანიას ითვალისწინებს.
„კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას შეიქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს, ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა) ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ-მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალოგს Weibo.
აჭარის ონლაინ-რეკლამა ჩინეთში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.