პოლიციამ მარნეულში გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2026
გამოწერა
მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
64 და 45 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, მარნეულში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს მობილურ ტელეფონებზე დაუკავშირდნენ უცნობი პირები კრიმინალური ავტორიტეტის ,,ფოლადას" სახელით და მოსთხოვეს თანხების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0