გერმანიის ელჩი როგორც კრიტიკის ობიექტი: „ქართული ოცნების“ ბრალდებები

პეტერ ფიშერი
პეტერ ფიშერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
მთავრობის წარმომადგენლები ელჩს მიანმიმართულ დეზინფორმაციასა და თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობების განადგურებაში ადანაშაულებენ.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და აღნიშნეს, რომ საქართველოში პროექტების დაფინანსებასთან და გერმანიის ელჩის პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით კითხვები თავად გერმანიაში ისმის.
ოპოზიციურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ოფიცალურ ბერლინს საქართველოს შესახებ რამდენიმე მწვავე კითხვა დაუსვა, რომლებიც ქართულმა მხარემ ადრე თბილისში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით დასვა. კითხვებს შორისაა, თუ რატომ უწოდებს გერმანია ანტიდემოკრატიულს საქართველოში მიღებულ კანონებს და რატომ ადანაშაულებს ის საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს ეს ე.წ. ადამიანი [ელჩი ფიშერი], რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები ჩამოანგრიოს“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზუკა რურუას თქმით, გერმანიის ელჩი პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის.
„არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ხშირად არღვევდა „ვენის კონვენციას“. ეს აუცილებლად არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი უშუალოდ გერმანიის სახელმწიფოსგან“, - აღნიშნა რურუამ.
გუშინ გერმანიის ელჩის მიმართ ბრალდებები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაისმა. შალვა პაპუაშვილმა პეტერ ფიშერი ყულევის პორტის საკითხთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ფაქტების იგნორირებაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილმა გაიხსენა გერმანელი დიპლომატის განცხადება, რომელშიც მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პორტისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ინიციატივასთან ერთად წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი. თუმცა, 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ყულევი სანქციების სიიდან ამოიღო.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება“
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წაქეზებასა და მხარდაჭერაში. ამ ფონზე ფიშერს ყოველთვის მხარს უჭერდა გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0