https://sputnik-georgia.com/20260310/ras-ityvis-germaniis-elci-saqartvelos-parlamentis-tavmjdomare-yulevis-portze-297525770.html
რას იტყვის გერმანიის ელჩი? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყულევის პორტზე
რას იტყვის გერმანიის ელჩი? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყულევის პორტზე
Sputnik საქართველო
პაპუაშვილმა შეახსენა გერმანიის ელჩს მისი განცხადებები ყულევის პორტის რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოყენების სავარაუდო... 10.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-10T20:36+0400
2026-03-10T20:36+0400
2026-03-10T20:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ყულევის პორტის საკითხთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ფაქტების იგნორირებაში დაადანაშაულა.პაპუაშვილმა გაიხსენა გერმანელი დიპლომატის განცხადება, რომელშიც მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პორტისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ინიციატივასთან ერთად წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი. თუმცა, 10 მარტს გამოცხადდა, რომ ევროკავშირმა ყულევი სანქციების სიიდან ამოიღო.ის რომ ყულევის ნავთობტერმინალი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა წერილობით აცნობა.წერილში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად პორტის სანქციებში ჩართვა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ არსებობის გამო იგეგმებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ და პორტის ოპერატორმა კონკრეტული ვალდებულებები აიღეს, გადაწყვეტილება გადაიხედა.თებერვლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ყულევის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიას, ასევე დაარწმუნა იგი, რომ პორტი არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.ყულევში ნავთობტერმინალი, რომელიც ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს, ათწლეულებია ფუნქციონირებს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ (SOCAR). ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება“საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წაქეზებასა და მხარდაჭერაში. ამ ფონზე ფიშერს ყოველთვის მხარს უჭერდა გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საქართველო
გერმანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018
რას იტყვის გერმანიის ელჩი? საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყულევის პორტზე
პაპუაშვილმა შეახსენა გერმანიის ელჩს მისი განცხადებები ყულევის პორტის რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოყენების სავარაუდო „მტკიცებულებების“ შესახებ.
თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ყულევის პორტის საკითხთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ფაქტების იგნორირებაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილმა გაიხსენა გერმანელი დიპლომატის განცხადება, რომელშიც მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პორტისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ინიციატივასთან ერთად წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი. თუმცა, 10 მარტს გამოცხადდა, რომ ევროკავშირმა ყულევი სანქციების სიიდან ამოიღო.
„საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს. მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!” - წერს პაპუაშვილი.
ის რომ ყულევის ნავთობტერმინალი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა წერილობით აცნობა.
წერილში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად პორტის სანქციებში ჩართვა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ არსებობის გამო იგეგმებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ და პორტის ოპერატორმა კონკრეტული ვალდებულებები აიღეს, გადაწყვეტილება გადაიხედა.
თებერვლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ყულევის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიას, ასევე დაარწმუნა იგი, რომ პორტი არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.
მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
ყულევში ნავთობტერმინალი, რომელიც ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს, ათწლეულებია ფუნქციონირებს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ (SOCAR). ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება“
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წაქეზებასა და მხარდაჭერაში. ამ ფონზე ფიშერს ყოველთვის მხარს უჭერდა გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.