აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
52 წლის მამაკაცი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0