საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა

© photo : press office of the MoD of RAირაკლი ჩიქოვანი და სურენ პაპიკიანი
ირაკლი ჩიქოვანი და სურენ პაპიკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2026
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. პარასკევს საღამოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ირაკლი ჩიქოვანმა სომეხ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა აღნიშნეს.
კოლეგებმა ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთანაც გამართა. საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.
„ირაკლი ჩიქოვანმა და იაშარ გიულერმა ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და მზადყოფნა გამოხატეს, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგასაც ესაუბრა.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლზე. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0