https://sputnik-georgia.com/20260302/mtavroba-axlo-agmosavletshi-vitarebis-gamo-sheshpoteba-gamotqva-297397338.html
საქართველოს მთავრობა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს მთავრობა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ხელისუფლება გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. 02.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-02T12:53+0400
2026-03-02T12:53+0400
2026-03-02T12:53+0400
საქართველო
ირანი
ისრაელი
აშშ
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.ირანმა ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრ აზიზ ნასირზადეს, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის დაღუპვა.თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველო
ირანი
ისრაელი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირანი , ისრაელი , აშშ , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ირანი , ისრაელი , აშშ , საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ხელისუფლება გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
ირანმა ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრ აზიზ ნასირზადეს, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის დაღუპვა.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.