https://sputnik-georgia.com/20260212/mtavroba-6-welze-meti-wlovanebis-avtomobilebis-importis-akrzalvas-gegmavs-297107609.html
მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს
მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს
Sputnik საქართველო
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ეკოლოგიისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის. 12.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-12T16:08+0400
2026-02-12T16:08+0400
2026-02-12T16:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24214/32/242143269_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_10ec9e0ae23863364f9989f7c7e59fea.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი - 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წლევანდელი მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა. მან შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს მადლობა გადაუხადა მომზადებული კანონპროექტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24214/32/242143269_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_e334575a38d13053599dccbfaf1b4282.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს
კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ეკოლოგიისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
მისი თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი - 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წლევანდელი მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.
"ვხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მან შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს მადლობა გადაუხადა მომზადებული კანონპროექტისთვის.