https://sputnik-georgia.com/20260211/gorduladze-shevzlebt-fasebis-dastabilurebas-297082033.html
გორდულაძე: ვფიქრობთ, ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობით შევძლებთ ფასების დასტაბილურებას
გორდულაძე: ვფიქრობთ, ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობით შევძლებთ ფასების დასტაბილურებას
Sputnik საქართველო
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. 11.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-11T13:00+0400
2026-02-11T13:00+0400
2026-02-11T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_0:179:3007:1870_1920x0_80_0_0_d54e51acc0827288191c3ea356898dc9.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საჭიროა ბიზნესმა თავისი მოგება ნახოს და მოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ პირველადი მოხმარების საგნებზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. გასული წლის დეკემბერში სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე გაზრდილი ფასების საკითხი შეისწავლა. თებერვლის დასაწყისში კი საკითხის განხილვამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.სურსათზე ფასები სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.ამ დროისთვის ფასების დარეგულირების საკითხს სწავლობს საპარლამენტო კომისია, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_d74e20ec65ecf58b8e3dc9e0a66a009d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
გორდულაძე: ვფიქრობთ, ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობით შევძლებთ ფასების დასტაბილურებას
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საჭიროა ბიზნესმა თავისი მოგება ნახოს და მოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ პირველადი მოხმარების საგნებზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს.
„ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციით და ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობით შევძლებთ, რომ ფასები იყოს იმდენად სტაბილური და მისაღები, რომ ბიზნესმა თავის მოგება ნახოს, რაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისადა სამუშაო ადგილების შექმნისთვის", - განაცხადა გორდულაძემ.
გასული წლის დეკემბერში სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე გაზრდილი ფასების საკითხი შეისწავლა. თებერვლის დასაწყისში კი საკითხის განხილვამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
ამ დროისთვის ფასების დარეგულირების საკითხს სწავლობს საპარლამენტო კომისია, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.
პარლამენტისა და სამთავრობო კომისიების მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე.
კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.