https://sputnik-georgia.com/20260210/saqartveloshi-akrzaluli-narkotikebis-sia-partovdeba-297055744.html
საქართველოში აკრძალული ნარკოტიკების სია ფართოვდება
საქართველოში აკრძალული ნარკოტიკების სია ფართოვდება
Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო... 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T10:29+0400
2026-02-10T10:29+0400
2026-02-10T10:29+0400
საქართველო
კანონმდებლობა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1d/295994944_395:0:1127:412_1920x0_80_0_0_441a44b7908057feb5e904109f608008.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოში აკრძალული ნარკოტიკულ საშუალებათა სია გაფართოვდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა და იგი პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით დადგენილ სიებში ცვლილებები განხორციელდება, რომლის თანახმად, კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები დაემატება. გარდა ამისა, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს დაემატება 15, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას - ერთი ახალი ნივთიერება.კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრავს აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალს და მათ დოზებს სამ კატეგორიად: მცირე დოზა პირადი მოხმარებისთვის, დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. სწორედ ამ დოზას იყენებს პოლიცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისას.საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.გასულ წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში არაერთი ცვლილება მიიღო, რომლითაც საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები და გაამკაცრა ნარკოვაჭრობისთვის სასჯელები. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ქუჩებში და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1d/295994944_487:0:1036:412_1920x0_80_0_0_71ea412395c5d9dda04dad1fdfdf8c9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში აკრძალული ნარკოტიკების სია ფართოვდება
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოში აკრძალული ნარკოტიკულ საშუალებათა სია გაფართოვდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა და იგი პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით დადგენილ სიებში ცვლილებები განხორციელდება, რომლის თანახმად, კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები დაემატება.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით დადგენილი ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 15 ახალი ნივთიერება ემატება, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას ემატება - ერთი, ხოლო პრეკურსორების სიას - 18 ნივთიერება", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს დაემატება 15, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას - ერთი ახალი ნივთიერება.
კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრავს აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალს და მათ დოზებს სამ კატეგორიად: მცირე დოზა პირადი მოხმარებისთვის, დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. სწორედ ამ დოზას იყენებს პოლიცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისას.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.
გასულ წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში არაერთი ცვლილება მიიღო, რომლითაც საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები და გაამკაცრა ნარკოვაჭრობისთვის სასჯელები. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ქუჩებში და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.