ბათუმის ბულვარში მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების საქმიანობას: დაკავებულია პოლიციელი

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია ბათუმის ბულვარში
პოლიცია ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2026
გამოწერა
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 29 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ბათუმის ბულვარში უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დააკავეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი. უწყების ცნობით, 24 წლის პირმა გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. მას 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0