ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლიციამ ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ.
დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები
მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0