https://sputnik-georgia.com/20260129/mercma-ukrainis-evrokavsirsi-gawevrianeba-uaxloes-momavalsi-gamoricxa-296870154.html
მერცმა უახლოეს მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხა
მერცმა უახლოეს მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხა
Sputnik საქართველო
უკრაინული მხარის მიერ მომზადებული კონფლიქტის მოგვარების გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1 იანვარს ითვალისწინებს. 29.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-29T21:26+0400
2026-01-29T21:26+0400
2026-01-29T21:26+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0e/266643422_0:124:3202:1925_1920x0_80_0_0_ac8363d3c542e96fd776ef13c1b0f96d.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. უკრაინას ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების შანსი არ აქვს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.კოალიციის ევროპული საბჭოს წლევანდელი პირველი შეხვედრის შედეგებზე კომენტირებისას, გერმანიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2027 წლის დასაწყისში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია.კანცლერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჯერ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელს გრძელდება.გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას სჭირდება პერსპექტივა, რომელიც გზას გაუხსნის გაწევრიანებისკენ გრძელვადიან პერსპექტივაში.„ამ გზაზე ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა დავაახლოოთ უკრაინა ევროკავშირთან... სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ შეუძლებელია“, - თქვა მერცმა.გარდა ამისა, მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირი უფრო აქტუალური საკითხების წინაშე დგას, ვიდრე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. კერძოდ, ეს ეხება სამმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინულ კრიზისზე, რომლებშიც მონაწილეობენ რუსეთი, შეერთებული შტატები და უკრაინა.„ეს არის მოლაპარაკებები, რომელიც აბუ-დაბიში მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან... კარგია, რომ ამჟამად პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსულ მხარეს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.ადრე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ მომზადებული და შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების ვერსია ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1 იანვარს. ბრიუსელმა მხარი დაუჭირა კიევის მიზნებს, თუმცა უკრაინის ევროკავშირში ასეთი სწრაფი გაწევრიანება კავშირისთვის „გაწევრიანების პროცედურების გადაწერა“ იქნებოდა.
უკრაინა
ევროკავშირი
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0e/266643422_237:0:2966:2047_1920x0_80_0_0_0975c522520232658e245cd1ae48f5ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ევროკავშირი , გერმანია
უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ევროკავშირი , გერმანია
მერცმა უახლოეს მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხა
უკრაინული მხარის მიერ მომზადებული კონფლიქტის მოგვარების გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1 იანვარს ითვალისწინებს.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. უკრაინას ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების შანსი არ აქვს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
კოალიციის ევროპული საბჭოს წლევანდელი პირველი შეხვედრის შედეგებზე კომენტირებისას, გერმანიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2027 წლის დასაწყისში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია.
„ეს საკითხი ჩვენს პარტნიორებთან დეტალურად განვიხილეთ. ასევე, ამერიკელებს ვუთხარით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1 იანვრისთვის გამორიცხულია. ეს შეუძლებელია“, - ციტირებს მერცის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო DPA.
კანცლერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჯერ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელს გრძელდება.
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას სჭირდება პერსპექტივა, რომელიც გზას გაუხსნის გაწევრიანებისკენ გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ამ გზაზე ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა დავაახლოოთ უკრაინა ევროკავშირთან... სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ შეუძლებელია“, - თქვა მერცმა.
გარდა ამისა, მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირი უფრო აქტუალური საკითხების წინაშე დგას, ვიდრე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. კერძოდ, ეს ეხება სამმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინულ კრიზისზე, რომლებშიც მონაწილეობენ რუსეთი, შეერთებული შტატები და უკრაინა.
„ეს არის მოლაპარაკებები, რომელიც აბუ-დაბიში მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან... კარგია, რომ ამჟამად პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსულ მხარეს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ადრე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ მომზადებული და შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების ვერსია ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1 იანვარს. ბრიუსელმა მხარი დაუჭირა კიევის მიზნებს, თუმცა უკრაინის ევროკავშირში ასეთი სწრაფი გაწევრიანება კავშირისთვის „გაწევრიანების პროცედურების გადაწერა“ იქნებოდა.