https://sputnik-georgia.com/20260128/skolebis-dapinansebis-modeli-gaumjobesdeba-296845512.html
განათლების რეფორმის კონცეფცია: სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება
განათლების რეფორმის კონცეფცია: სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T12:58+0400
2026-01-28T12:58+0400
2026-01-28T12:58+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282293881_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_b831a798db782a97474dd6d801a4a690.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სკოლების მართვის პროცესში აქცენტი გაკეთდება სასკოლო საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობელთა როლის გაძლიერებაზე, თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას, აღნიშნულია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში.27 იანვარს საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ხელი 26 იანვარს მოაწერა.განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლიდან დაიგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც უზრუნველყოფს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას.როგორც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაშია აღნიშნული, სკოლების მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომლებიც ამ ეტაპზე მუნიციპალურ დონეზე სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ სკოლების მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას და საჭიროებენ ინსტიტუციურ გაძლიერებას. „დღევანდელი სასკოლო დაფინანსების სისტემა არსებითად ეფუძნება ერთ პრინციპს – სკოლები ვაუჩერულ დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. თეორიულად, ეს უზრუნველყოფს სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, თუმცა, პრაქტიკაში სრულფასოვნად არ ასახავს საჯარო სკოლის რეალურ საჭიროებებს. სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და გახდება სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ორიენტირებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282293881_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_2cb1f86266622b44f688e32b49de8e77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
განათლების რეფორმის კონცეფცია: სკოლების დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სკოლების მართვის პროცესში აქცენტი გაკეთდება სასკოლო საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობელთა როლის გაძლიერებაზე, თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას, აღნიშნულია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში.
27 იანვარს საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ხელი 26 იანვარს მოაწერა.
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია რვა ძირითადი გამოწვევისგან შედგება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება - სკოლის ბაზაზე წრეების, სექციებისა და კლუბების გახსნა, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და დისციპლინები, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სხვ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლიდან დაიგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც უზრუნველყოფს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას.
„სკოლების მართვის პროცესში აქცენტი გაკეთდება სასკოლო საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობელთა როლის გაძლიერებაზე. თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. განათლების სამინისტროს მხრიდან მეტი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2026 წლიდან დაიგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც უზრუნველყოფს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას.", - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაშია აღნიშნული, სკოლების მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომლებიც ამ ეტაპზე მუნიციპალურ დონეზე სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ სკოლების მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას და საჭიროებენ ინსტიტუციურ გაძლიერებას.
„დღევანდელი სასკოლო დაფინანსების სისტემა არსებითად ეფუძნება ერთ პრინციპს – სკოლები ვაუჩერულ დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. თეორიულად, ეს უზრუნველყოფს სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, თუმცა, პრაქტიკაში სრულფასოვნად არ ასახავს საჯარო სკოლის რეალურ საჭიროებებს. სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და გახდება სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ორიენტირებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.