https://sputnik-georgia.com/20260127/batusmhi-turqetis-moqalaqeebi-daakaves-296828997.html
ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ბრალდებით ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ბრალდებით ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულები დაზარალებულს ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ. 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T15:25+0400
2026-01-27T15:25+0400
2026-01-27T15:25+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
თურქეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ძალადობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 24 წლამდეა, საგამოძიებო უწყება ჯგუფურად ჩადენილ იძულებას, ძალადობასა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას ედავება. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის 19 წლის მოქალაქეს მოქალაქეს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. „დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება სსკ-ის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თურქეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, თურქეთი , ახალი ამბები
ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ბრალდებით ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
ბრალდებულები დაზარალებულს ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ძალადობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 24 წლამდეა, საგამოძიებო უწყება ჯგუფურად ჩადენილ იძულებას, ძალადობასა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას ედავება. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის 19 წლის მოქალაქეს მოქალაქეს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
„დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.