კულტურის მინისტრი: ჰოლოკოსტი მუდმივი მორალური გაფრთხილებაა მთელი მსოფლიოსთვის

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშისაკონცენტრაციო ბანაკი
საკონცენტრაციო ბანაკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2026
გამოწერა
ჰოლოკოსტი თანამედროვე მეცნიერულ ლიტერატურაში აღნიშნავს ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას, რომლის გამო1933-1945 წლებში 6 მლნ ებრაელი დაიღუპა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ჰოლოკოსტი მუდმივი მორალური გაფრთხილებაა მთელი მსოფლიოსთვის, განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ჩვენ პატივს მივაგებთ ექვს მილიონ ებრაელს, ყველა უდანაშაულო ადამიანს, ვინც სიძულვილის, ანტისემიტიზმის მსხვერპლი გახდა. ამ დღის აღნიშვნა ჩვენთვის არა მხოლოდ წარსულის გახსენებაა, არამედ პასუხისმგებლობა - დავიცვათ ადამიანის ღირსება", - განაცხადა რუხაძემ.
ღონისძიებას, რომელიც ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ ორგანიზებით გაიმართა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ჭიჭინაძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია დაესწრნენ.
ჰოლოკოსტი (Holocaust) — ძველბერძნულიდან ითარგმნება როგორც „დაწვა", „ცეცხლით განადგურება", „მსხვერპლშეწირვა". თანამედროვე მეცნიერულ ლიტერატურაში აღნიშნავს ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას, რომლის გამო1933-1945 წლებში 6 მლნ ებრაელი დაიღუპა.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს 1945 წელს საბჭოთა ჯარმა საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი (აუშვიც–ბირკენაუ) გაათავისუფლა, სადაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
2005 წლის ნოემბერში გაერომ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0