https://sputnik-georgia.com/20260126/premieri-bizness-aqvs-shesazlebloba-sheamciros-sursatze-pasebi-296823669.html
პრემიერი: ბიზნესს აქვს შესაძლებლობა შეამციროს სურსათზე ფასები
პრემიერი: ბიზნესს აქვს შესაძლებლობა შეამციროს სურსათზე ფასები
Sputnik საქართველო
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T20:52+0400
2026-01-26T20:52+0400
2026-01-26T20:52+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/1a/296815279_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_b1ccf317582f7c56422b0628a86af20a.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბიზნესი თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, ამიტომაც ფასები თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება და ბიზნესს სურსათზე ფასების შესამცირებლად შესაძლებლობა აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა, რომელიშც 25-მა ქართულმა საწარმომ მიიღო მონაწილეობა.მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქართული პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არცერთი გადასახადი – არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ", - განაცხადა კობახიძემ.როგორც კომპანია „ფრიქსის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა,, შეხვედრა ნაყოფიერი იყო.ამ კვირაში ფარმაცევტულ პროდუქციასთან და საწვავის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართება.სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხს ამჟამად როგორც სამთავრობო კომისია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/1a/296815279_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_70382cae8580558e277f47e4498bc409.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ბიზნესგარემო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ბიზნესგარემო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
პრემიერი: ბიზნესს აქვს შესაძლებლობა შეამციროს სურსათზე ფასები
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბიზნესი თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, ამიტომაც ფასები თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება და ბიზნესს სურსათზე ფასების შესამცირებლად შესაძლებლობა აქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა, რომელიშც 25-მა ქართულმა საწარმომ მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, როგორია სხვაობა საბითუმო და დახლის ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და, როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქართული პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არცერთი გადასახადი – არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კომპანია „ფრიქსის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა,, შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
„ეს ნაყოფიერი შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები - მინისტრები და საბჭოს წევრები - კარგად აცნობიერებენ პრობლემის არსს. მაღალი მოგებისა და ანაზღაურების მოთხოვნა ჩვენთვის, ქართველი მწარმოებლებისთვის, ყველაზე დიდი დაბრკოლებაა როგორც ფასების რეგულირების, ისე ჩვენი საერთო გადარჩენის მისაღწევად“, - განაცხადა ქურდაძემ.
ამ კვირაში ფარმაცევტულ პროდუქციასთან და საწვავის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართება.
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხს ამჟამად როგორც სამთავრობო კომისია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.