https://sputnik-georgia.com/20260123/batumsi-interpolis-witeli-cirkularit-zebnili-piri-daakaves-296775295.html
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 23.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-23T18:58+0400
2026-01-23T18:58+0400
2026-01-23T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბათუმი
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/06/280970603_350:425:1280:948_1920x0_80_0_0_713599d6d0e29d304502a96b8fd0732e.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, 51 წლის მამაკაცი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე. დაკავებულმა 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. აღნიშნულის გამო ის გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა). ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/06/280970603_453:340:1280:960_1920x0_80_0_0_ecb84d758b8ff46fc8bedff89f41e64b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბათუმი , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბათუმი , აჭარა
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 51 წლის მამაკაცი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
დაკავებულმა 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. აღნიშნულის გამო ის გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთა).
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.