https://sputnik-georgia.com/20260117/policiam-3-mln-laris-narkotiki-amoiro-dakavebulia-belarusis-ori-moqalaqe-296679619.html
პოლიციამ 3 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია ბელარუსის 2 მოქალაქე
პოლიციამ 3 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია ბელარუსის 2 მოქალაქე
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-17T12:58+0400
2026-01-17T12:58+0400
2026-01-17T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/09/296124510_0:4:2048:1156_1920x0_80_0_0_d9b73486eb057f5f3d64aa9eb88c0d66.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2 მოქალაქე. 33 და 34 წლის პირებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/09/296124510_252:0:1797:1159_1920x0_80_0_0_89c0866db15eff2e39451999fe0af2c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
პოლიციამ 3 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია ბელარუსის 2 მოქალაქე
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2 მოქალაქე. 33 და 34 წლის პირებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.