https://sputnik-georgia.com/20251229/acharashi-prostituciis-braldebit-7-piri-daakaves-296394519.html
აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-29T14:00+0400
2025-12-29T14:00+0400
2025-12-29T14:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით 7 პირი დააკავა და 12 ობიექტი დახურა.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო-ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ამასთან, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით უწყებაში გადაიყვანეს.პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით 7 პირი დააკავა და 12 ობიექტი დახურა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო-ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ამასთან, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.
სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით
უწყებაში გადაიყვანეს.
პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.