ბათუმში 19 წლის ბიჭი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2025
გამოწერა
ეჭვიტანილი პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის საქმეზე 33 წლის პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 წლის ახალგაზრდას დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ეჭვიტანილი პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0