https://sputnik-georgia.com/20251216/qurdul-samkarostan-kavshiristvis-63-piri-pasuxisgebashi-mieca-296227713.html
„ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მიეცა
„ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მიეცა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 16.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-16T15:44+0400
2025-12-16T15:44+0400
2025-12-16T15:44+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს – დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.უწყების ცნობით,აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ.კერძოდ, ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც.გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მიეცა
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს – დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
უწყების ცნობით,აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.
ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ.
კერძოდ, ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.