https://sputnik-georgia.com/20251216/chamortmeuli-martvis-uflebis-agdgenastan-dakavshirebit-cvlilebebi-momzadda-296219534.html
ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
Sputnik საქართველო
მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების... 16.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-16T13:29+0400
2025-12-16T13:29+0400
2025-12-16T13:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230936_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_933da993c9ea29f26a775267fa94179f.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება, შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.ამასთან, პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან ერთჯერადად გათავისუფლდება, თუმცა იგი სახდელდადებულად მაინც მიიჩნევა.ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მიმართვა.გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 115/2 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი მიმართავს შსს-ს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ. ამ შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.ამასთან, იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.კანონპროექტის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230936_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_a1d9be934188fc0f4186151614bd60b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება, შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ამასთან, პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან ერთჯერადად გათავისუფლდება, თუმცა იგი სახდელდადებულად მაინც მიიჩნევა.
ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მიმართვა.
კანონპროექტის თანახმად, შსს უზრუნველყოფს პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 115/2 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი მიმართავს შსს-ს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ. ამ შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
ამასთან, იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.
კანონპროექტის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.