https://sputnik-georgia.com/20251216/chamortmeul-martvis-mowmobebze-2026-widan-amnistia-cxaddeba-296218220.html
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება
Sputnik საქართველო
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში... 16.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-16T11:37+0400
2025-12-16T11:37+0400
2025-12-16T12:03+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_fd1d63f33ad49b7d1ff0756914e3925a.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.საქართველოს პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს უკვე წარედგინა.კანონპროექტს დეპუტატები დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით 17 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე მიიღებენ. ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, არჩილ გორდულაძე წარუდგენს.გორდულაძის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო ან ქულები გაუნულდათ.რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია - სულ 35.445 მართვის მოწმობა, მათ შორის:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4711c3d82da2962dd3fcc8328342a7fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება
11:37 16.12.2025 (განახლებულია: 12:03 16.12.2025) საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.
საქართველოს პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს უკვე წარედგინა.
კანონპროექტს დეპუტატები დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით 17 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე მიიღებენ.
ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, არჩილ გორდულაძე წარუდგენს.
გორდულაძის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო ან ქულები გაუნულდათ.
რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.
ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს. ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
საქართველოში ე.წ. ქულათა სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს — 1-ელ იანვარს მძღოლის მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად ირიცხება 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.
აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია - სულ 35.445 მართვის მოწმობა, მათ შორის:
ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18.310;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1.134;
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3.504;
ქულების ამოწურვისთვის — 781;
სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;
სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11.389.