https://sputnik-georgia.com/20251216/-sazgvarze-sami-piri-ukanonod-gadmokavdat-296224320.html
პირის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
პირის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 16.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-16T16:00+0400
2025-12-16T16:00+0400
2025-12-16T16:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251897260_0:178:1280:898_1920x0_80_0_0_8133a9b8b73efb58ca36b5cc6a11fc5a.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ საქართველოს საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულები, რომელთა ასაკი 43-დან 50 წლამდეა, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საქართველო-თურქეთის საზღვარზე მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ. უწყების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისთვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 18-25-344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251897260_231:174:1280:960_1920x0_80_0_0_77f56ea4e3649229c4c83c9730c8e883.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პირის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ საქართველოს საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები, რომელთა ასაკი 43-დან 50 წლამდეა, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საქართველო-თურქეთის საზღვარზე მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.
უწყების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისთვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 18-25-344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.