https://sputnik-georgia.com/20251213/batumsa-da-qobuletsi-gansakutrebit-didi-odenobit-narkotikuli-sasualeba-amoires-296189121.html
ბათუმსა და ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
ბათუმსა და ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 13.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-13T11:59+0400
2025-12-13T11:59+0400
2025-12-13T11:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22771/06/227710644_0:235:2803:1812_1920x0_80_0_0_0bce40882df5e39141667e1794da2a22.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაული ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ყაზახეთის, სომხეთისა და გერმანიის მოქალაქეები. მათ საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. სამართალდამცველებმა ბრალდებულები, რომელთა ასაკი 20-დან 47 წლამდეა, სხვადასხვა დროს დააკავეს. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების, ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა "მეთადონი", "ჰეროინი", "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი" და "პრეგაბალინი". ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22771/06/227710644_37:0:2768:2048_1920x0_80_0_0_842742878b55b085e5bd629e172c88c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
ბათუმსა და ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაული ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ყაზახეთის, სომხეთისა და გერმანიის მოქალაქეები. მათ საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები, რომელთა ასაკი 20-დან 47 წლამდეა, სხვადასხვა დროს დააკავეს.
კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების, ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა "მეთადონი", "ჰეროინი", "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი" და "პრეგაბალინი".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.