https://sputnik-georgia.com/20251211/awarasi-policiis-sammartvelos-ufrosi-da-deteqtivebis-ganyofilebis-ufrosi-daakaves-296150017.html
აჭარაში პოლიციის სამმართველოს უფროსი და დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს
აჭარაში პოლიციის სამმართველოს უფროსი და დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს
Sputnik საქართველო
ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეტყის მასალა. 11.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-11T18:55+0400
2025-12-11T18:55+0400
2025-12-11T18:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199028_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_1bfaaf3b4ef96e7210777cf69b7fc601.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას (სსაქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლი) ედავება. გამოძიებით დადგინდა, შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა ოთხს პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში, სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძიზე" საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, "კერძოდ კი მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხეტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს, აღნიშნულის განხორციელებას კი, თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს", - ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეტყის მასალა. დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199028_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_338fad8a35c8c7af706534335203974e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
აჭარაში პოლიციის სამმართველოს უფროსი და დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს
ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეტყის მასალა.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას (სსაქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლი) ედავება.
გამოძიებით დადგინდა, შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა ოთხს პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა.
"მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით აღნიშნულ პირებს მოსთხოვა აენაზღაურებინათ ზიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქურდობაში ბრალი არ მიუძღვოდათ, იძულებულნი გახდნენ მისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში, სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძიზე" საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა,
"კერძოდ კი მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხეტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს, აღნიშნულის განხორციელებას კი, თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეტყის მასალა.
დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.