https://sputnik-georgia.com/20251207/policiis-akademia-umaglesi-saganmanatleblo-dawesebuleba-gaxdeba-296105504.html
პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
Sputnik საქართველო
შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით პოლიციის აკადემიას უფლება მიენიჭება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად... 07.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-07T21:00+0400
2025-12-07T21:00+0400
2025-12-07T21:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23075/48/230754845_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_107e122548715c46bd2b0b7205000f86.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება - შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შევა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.პოლიციის აკადემიაში სტუდენტების მიღება 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე 44 სტუდენტი ჩაირიცხება, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ინვენტარით, სასწავლო მასალით, კვებითა და შესაბამისი უნიფორმით. ამასთან, აკადემიის სტუდენტებს, სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით და პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.კანონპროექტის თანახმად, აკადემიისთვის პოლიციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს პოლიციის პროფესიის პოპულარიზაციას, პოლიციის აკადემიური კადრების ფორმირებას , პოლიციის ეფექტიანობის გაზრდას, პოლიციის სოციალური ორიენტაციის გაძლიერებას და პოლიციის საქმიანობის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.პოლიციის აკადემია განახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის პერსონალის მოსამზადებლად.საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას ან/და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. სტუდენტის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.კანონპროექტის თანახმად, პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება − რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს - საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.გავრცელებული ინფორმაციით, სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23075/48/230754845_14:0:1347:1000_1920x0_80_0_0_2502695dee5e7101c8d588203abf933d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით პოლიციის აკადემიას უფლება მიენიჭება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, განახორციელოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება - შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შევა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
პოლიციის აკადემიაში სტუდენტების მიღება 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე 44 სტუდენტი ჩაირიცხება, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ინვენტარით, სასწავლო მასალით, კვებითა და შესაბამისი უნიფორმით. ამასთან, აკადემიის სტუდენტებს, სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით და პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.
კანონპროექტის თანახმად, აკადემიისთვის პოლიციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს პოლიციის პროფესიის პოპულარიზაციას, პოლიციის აკადემიური კადრების ფორმირებას , პოლიციის ეფექტიანობის გაზრდას, პოლიციის სოციალური ორიენტაციის გაძლიერებას და პოლიციის საქმიანობის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
პოლიციის აკადემია განახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის პერსონალის მოსამზადებლად.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას ან/და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. სტუდენტის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
„პოლიციის აკადემიის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველად შეიქმნება და მისი შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
კანონპროექტის თანახმად, პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება − რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს - საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება.