https://sputnik-georgia.com/20251204/saqartvelos-saxelmwifo-universitetebi-ucxoeli-studentebis-mirebas-verar-sezleben-296064872.html
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს აღარ მიიღებენ
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს აღარ მიიღებენ
Sputnik საქართველო
მიქანაძის თქმით, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ამჟამად სტუდენტთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენს. 04.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-04T21:28+0400
2025-12-04T21:28+0400
2025-12-04T21:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_0:0:881:495_1920x0_80_0_0_722c3b16f8ccb4859bfa299026d83a64.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მომავალი სასწავლო წლიდან უცხოელი სტუდენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.კერძო უნივერსიტეტები ფუნქციონირებას ამჟამინდელი ფორმატით გააგრძელებენ.მიქანაძის თქმით, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ამჟამად სტუდენტთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენს.მინისტრმა მაგალითისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოიყვანა. თუმცა, მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი უნივერსიტეტები სახელმწიფოს ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული.„მაგალითისთვის მოგიყვანთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატისტიკას, სადაც ზუსტი ციფრები, რომ არ ვთქვა, 45% დღეს მოქმედი სტუდენტების არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და 55% არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარია, და ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარისხიან განათლებაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს ორიენტირი და ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი ტრადიცია, ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, მაქსიმალურად ამ უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა ვიყოთ ორიენტირებული“, - განაცხადა მიქანაძემ.2024/25 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტების საერთო რაოდენობამ რეკორდულ 187.800-ს მიაღწია, რაც ძირითადად საერთაშორისო სტუდენტების ზრდით იყო განპირობებული. წინა წელთან შედარებით მათი რაოდენობა 21%-ით გაიზარდა და 37.100-ს მიაღწია.მათგან 85% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობდა, ძირითადად სამედიცინო და სამაგისტრო პროგრამებზე.ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა, 2021/22 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 17.500 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/10/289021777_48:0:715:500_1920x0_80_0_0_bd27d095df44198feec81b878556725b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს აღარ მიიღებენ
მიქანაძის თქმით, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ამჟამად სტუდენტთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენს.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მომავალი სასწავლო წლიდან უცხოელი სტუდენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
„შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს“, - განაცხადა მიქანაძემ.
კერძო უნივერსიტეტები ფუნქციონირებას ამჟამინდელი ფორმატით გააგრძელებენ.
მიქანაძის თქმით, ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ამჟამად სტუდენტთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენს.
მინისტრმა მაგალითისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოიყვანა. თუმცა, მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი უნივერსიტეტები სახელმწიფოს ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„მაგალითისთვის მოგიყვანთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატისტიკას, სადაც ზუსტი ციფრები, რომ არ ვთქვა, 45% დღეს მოქმედი სტუდენტების არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და 55% არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარია, და ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარისხიან განათლებაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს ორიენტირი და ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი ტრადიცია, ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, მაქსიმალურად ამ უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა ვიყოთ ორიენტირებული“, - განაცხადა მიქანაძემ.
2024/25 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტების საერთო რაოდენობამ რეკორდულ 187.800-ს მიაღწია, რაც ძირითადად საერთაშორისო სტუდენტების ზრდით იყო განპირობებული. წინა წელთან შედარებით მათი რაოდენობა 21%-ით გაიზარდა და 37.100-ს მიაღწია.
მათგან 85% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობდა, ძირითადად სამედიცინო და სამაგისტრო პროგრამებზე.
ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა, 2021/22 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 17.500 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა.