https://sputnik-georgia.com/20251126/saqartveloshi-ertnairsqesianta-korwinebaze-gadawketileba-gaakritikes-295954808.html
საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს
საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება მაშინაც კი, თუ მათი შიდა კანონმდებლობა ამას არ... 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T15:00+0400
2025-11-26T15:00+0400
2025-11-26T15:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/65/235376584_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_75d43910d82c9ee99735151f2072de25.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ევრობიუროკრატიამ და სასამართლო ორგანოებმა ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები პირდაპირ დაავალდებულეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარონ როგორც ოჯახი - ასეთი რეალობა მიუღებელია და საქართველოში არასდროს იქნება მიღებული, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება მაშინაც კი, თუ მათი შიდა კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში ევროპის სასამართლომ 25 ნოემბერს გამოიტანა. სარჩელი შეიტანა ორმა პოლონელმა მამაკაცმა, რომლებიც 2018 წელს ბერლინში დაქორწინდნენ, თუმცა, მათივე ქვეყანამ ერთნაირსქესიანი მოქალაქეების ქორწინების სტატუსი არ აღიარა. მიზეზად პოლონეთის კანონმდებლობა დასახელდა და ის, რომ პოლონეთი არ ცნობს სამართლებრივ სტატუსს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის. საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/65/235376584_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_540b652a2bc2baa8798ccc30ae21c8ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს
ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება მაშინაც კი, თუ მათი შიდა კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში მიიღეს
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ევრობიუროკრატიამ და სასამართლო ორგანოებმა ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები პირდაპირ დაავალდებულეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარონ როგორც ოჯახი - ასეთი რეალობა მიუღებელია და საქართველოში არასდროს იქნება მიღებული, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება მაშინაც კი, თუ მათი შიდა კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში ევროპის სასამართლომ 25 ნოემბერს გამოიტანა. სარჩელი შეიტანა ორმა პოლონელმა მამაკაცმა, რომლებიც 2018 წელს ბერლინში დაქორწინდნენ, თუმცა, მათივე ქვეყანამ ერთნაირსქესიანი მოქალაქეების ქორწინების სტატუსი არ აღიარა. მიზეზად პოლონეთის კანონმდებლობა დასახელდა და ის, რომ პოლონეთი არ ცნობს სამართლებრივ სტატუსს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.
„გვეუბნებოდნენ ვინ გაძალებთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდესო. ახლა რაღას იტყვიან, როცა ევრობიურორკატიამ, მართლმსაჯულებამ პირდაპირ დაავალა წევრ-სახელმწიფოებს, რომ ოჯახად მიიღონ ერთნაირსქესიანი ადამიანების დაქორწინება. ეს არის ზუსტად ის რეალობა, რასაც საქართველოში არასდროს მივიღებთ“ , - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.