https://sputnik-georgia.com/20251122/gela-geldze-turq-generals-hexvda-295899985.html
შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ გენერალს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ გენერალს შეხვდა
Sputnik საქართველო
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე თურქული მხარის... 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T19:39+0400
2025-11-22T19:39+0400
2025-11-22T19:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1c/295563385_0:156:2048:1308_1920x0_80_0_0_3ff7b0eeb5dff80ee19a5ffb849e3e16.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იაშარ ქადიოღლუ თურქეთის იმ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა და ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა გელა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. 11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. „საქაერონავიგაციის" ინფორმაციით, თურქეთის C-130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1c/295563385_49:0:2000:1463_1920x0_80_0_0_b33a4868bbcb45f2f878271dcaabbd92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ გენერალს შეხვდა
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები.
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იაშარ ქადიოღლუ თურქეთის იმ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა და ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა გელა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.
„თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით“, -აღნიშნულია განცხადებაში.
11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.
„საქაერონავიგაციის" ინფორმაციით, თურქეთის C-130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.