https://sputnik-georgia.com/20251121/saqartvelos-da-azerbaijanis-sinagan-saqmeta-saministroebs-soris-setanxmeba-gaformda-295882460.html
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმება გაფორმდა
Sputnik საქართველო
შსს-ს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას. 21.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-21T15:55+0400
2025-11-21T15:55+0400
2025-11-21T15:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/15/295880962_0:79:1281:799_1920x0_80_0_0_674cbe774f596519fbfb1430719b071a.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. შეთანხმებას ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მოაწერეს. დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კიბერდანაშაული, ტრეფიკინგი, უკანონო მიგრაცია და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. მხარეებს შორის გაფართოებულ ფორმატში ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი შეეხო დარგობრივ რეფორმებს, მიმდინარე პროექტებს, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. უწყების ცნობით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს. საქართველო და აზერბაიჯანი საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში. აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა. ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/15/295880962_55:0:1224:877_1920x0_80_0_0_cf7e606f04d97a8333c820843199299f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმება გაფორმდა
შსს-ს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია.
შეთანხმებას ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მოაწერეს.
"შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კიბერდანაშაული, ტრეფიკინგი, უკანონო მიგრაცია და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
მხარეებს შორის გაფართოებულ ფორმატში ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი შეეხო დარგობრივ რეფორმებს, მიმდინარე პროექტებს, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
უწყების ცნობით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.