https://sputnik-georgia.com/20251111/shss-aviakatastropis-adgilze-samzebro-samushaoebi-tardeba-295746665.html
შსს: ავიაკატასტროფის ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო-საგამოძიებო მოქმედებები
შსს: ავიაკატასტროფის ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო-საგამოძიებო მოქმედებები
Sputnik საქართველო
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. 11.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-11T20:37+0400
2025-11-11T20:37+0400
2025-11-11T20:38+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761399_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_1197eb29718b15db32a929895b74c1e0.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.შემთხვევის ადგილზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძეც.უწყების ცნობით, გელაძემ, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო კონტაქტზე იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან და ამზადებს თურქეთის სამაშველო ჯგუფებს რეგიონში გასაგზავნად.როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761399_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_5a901de68945d34714731978dd9b9781.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შსს: ავიაკატასტროფის ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო-საგამოძიებო მოქმედებები
20:37 11.11.2025 (განახლებულია: 20:38 11.11.2025) თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძეც.
უწყების ცნობით, გელაძემ, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა.
11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო კონტაქტზე იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან და ამზადებს თურქეთის სამაშველო ჯგუფებს რეგიონში გასაგზავნად.
როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.