ბათუმში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
უცნობია თუ რა გახდა მეზობლებს შორის დაპირისპირების მიზეზი
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში პოლიციამ 47 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე მისი მეზობელი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
41 წლის ბრალდებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, საგამოძიებო უწყება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევში მას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, მეზობლად მცხოვრებ 47 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0