საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოთხი უცხოელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringer„სარფის" საბაჟო
„სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2025
გამოწერა
დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცები, რომელთა ასაკიც 28-დან 49 წლამდეა, სამართალდამცველებმა ბათუმის სასაზღვრო სექტორ „სარფისა" და „კირნათის" დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ცნობით, დაკავებულებიდან ორი ბრალდებული უკანონოდ ცდილობდა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო დანარჩენმა ორმა კი სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და გადაკვეთას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0