https://sputnik-georgia.com/20251104/saqartvelo-da-chineti-tanamshromlobas-apartoeben-295652666.html
სტრატეგიული პარტნიორობა: საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აფართოებენ
სტრატეგიული პარტნიორობა: საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აფართოებენ
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი. 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T13:32+0400
2025-11-04T13:32+0400
2025-11-04T13:32+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს მთავრობა 
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295651877_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_5032b5d788949b8ee38954c01a814398.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინელ კოლეგა ლი ციანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა.ქართული დელეგაცია, პრემიერ კობახიძის მეთაურობით, შანხაიში ვიზიტით 3 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრების შეხვედრის გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ და ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმებს ავიაციის, ტურიზმის, კულტურის, ხელოვნური ინტელექტის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამასთან, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს  ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა  წარმოდგენილი.საქართველო და ჩინეთიჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო    ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი  შეადგინა   (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის  8,2%-ს   შეადგენს.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ    დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.   ქვეყნებს  შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ   შორის  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო  რეჟიმი   შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით  და   დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა   კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა.   ჩინეთის  ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ   უნდა  აღემატებოდეს 30 დღეს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295651877_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a52fe1ebec897c999193c0d40f5378b5.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, ჩინეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
სტრატეგიული პარტნიორობა: საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აფართოებენ
ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინელ კოლეგა ლი ციანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა.
ქართული დელეგაცია, პრემიერ კობახიძის მეთაურობით, შანხაიში ვიზიტით 3 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი.
„ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. როგორც იცით,  ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ამ ვიზიტით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობასაც აღვნიშნავთ”, - განაცხადა  ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრების შეხვედრის გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ და ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმებს ავიაციის, ტურიზმის, კულტურის, ხელოვნური ინტელექტის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. 
ამასთან, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს  ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა  წარმოდგენილი.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო    ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი  შეადგინა   (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის  8,2%-ს   შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ    დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.   ქვეყნებს  შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ   შორის  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო  რეჟიმი   შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით  და   დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა   კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა.   ჩინეთის  ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ   უნდა  აღემატებოდეს 30 დღეს.